კინო
08 Feb
Lionsgate-მა „მხოლოდ წარმოდგენა შემეძლო 2“-ის მეორე და ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა
კინოკომპანია Lionsgate-მა გამოაქვეყნა ფილმ „მხოლოდ წარმოდგენა შემეძლო 2“-ის მეორე და ფინალური ტრეილერი. 2018 წლის ჰიტის, რელიგიურ-მუსიკალური დრამის „მხოლოდ წარმოდგენა შემეძლო“ გაგრძელება, მუსიკოს ბარტ მილარდისა და მისი ბენდის MercyMe-ს ისტორიით არის შთაგონებული. სიუჟეტი მოგვითხრობს ბარტის პირად კრიზისზე, რწმენასთან ბრძოლასა და ოჯახური ურთიერთობების გამოსწორების მცდელობებზე წარმატების მწვერვალზე. ფილმი კინოთეატრებში 2026 წლის 20 თებერვლიდან გამოვა.