გაი რიჩის ახალი ფილმის, „ცოლი და ძაღლი“, გამოსვლის თარიღი ცნობილია
გაი რიჩის მორიგი პროექტის, „ცოლი და ძაღლი“ (Wife and Dog), გამოსვლის თარიღი გამოცხადდა. ბენედიქტ კამბერბეტჩის, ენტონი ჰოპკინსის და როზამუნდ პაიკის მონაწილეობით, ეს ბრიტანული არისტოკრატიის კომედია, სატირული ელფერითა და ინტრიგებით იქნება სავსე. ფილმი ეკრანებზე 2026 წლის 23 ოქტომბერს გამოვა და „ჯენტლმენების“ მსგავს ტონალობას გვპირდება, კამბერბეტჩის ახალი, გაბედული როლით.