ბიზნესი
27 Feb
Netflix-მა Warner Bros. Discovery-ის ყიდვაზე უარი თქვა – მისი აქციები გაძვირდა
Netflix-მა განაცხადა, რომ უარს ამბობს Warner Bros. Discovery-ის შეძენის გარიგებაზე, რადგან Paramount Skydance-ის მიერ შეთავაზებული ახალი, გაუმჯობესებული წინადადება „ფინანსურად აღარ არის მიმზიდველი“. ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ ინვესტორები, რის შედეგადაც Netflix-ის აქციები თითქმის 10%-ით გაძვირდა ვაჭრობის შემდგომ პერიოდში.