კინო
26 Feb
გამოვიდა საცეცებიანი უცხოპლანეტელის საშინელებათა ფილმ „Touch Me“-ს პირველი ტრეილერი
კომპანიებმა Rustic Films-მა და Yellow Veil Pictures-მა გამოუშვეს მომავალი საშინელებათა ფილმის „Touch Me“-ს პირველი ტრეილერი. ფილმი მოგვითხრობს ორ მეგობარზე, რომლებიც საცეცებიანი უცხოპლანეტელის გავლენის ქვეშ ექცევიან. მისი პრემიერა ნიუ-იორკის კინოთეატრებში 2026 წლის 20 მარტს შედგება, რასაც მოჰყვება შეზღუდული კინოჩვენება და ციფრული გამოშვება.