Გასართობი
27 Feb
CNN-ისა და Variety-ის ღონისძიებამ ტიმოთი შალამესა და მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით 8.35 მილიონ მაყურებელს მიაღწია
CNN-ისა და Variety-ის მიერ ორგანიზებულმა საჯარო დისკუსიამ, რომელშიც მსახიობები ტიმოთი შალამე და მეთიუ მაკკონაჰი მონაწილეობდნენ, ყველა პლატფორმაზე ჯამში 8.35 მილიონ მაყურებელს მიაღწია. შეერთებულ შტატებში მას 5.13 მილიონი ადამიანი გაეცნო, ხოლო საერთაშორისო მაყურებელთა რაოდენობამ 3.22 მილიონი შეადგინა. ღონისძიებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელებშიც, სადაც ვიდეოების ნახვების რაოდენობამ 46.29 მილიონს მიაღწია. დაახლოებით 90-წუთიან დისკუსიაში მსახიობებმა გაიხსენეს კრისტოფერ ნოლანის ფილმ „ინტერს