კინო და ტელევიზია
07 Feb
პოლ ვ.ს. ანდერსონი „The House of The Dead“-ის კინოადაპტაციას იზაბელა მერსედთან ერთად გადაიღებს
ფილმ „ბოროტების სავანის“ რეჟისორი პოლ ვ.ს. ანდერსონი კიდევ ერთი საშინელებათა ვიდეო თამაშის, Sega-ს „The House of The Dead“-ის კინოადაპტაციას გადაიღებს. Deadline-ის ცნობით, ფილმში მთავარ როლს იზაბელა მერსედი შეასრულებს, რომელიც ასევე აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციას მოირგებს. ანდერსონი და პროექტის პარტნიორები ამ ადაპტაციას ახალი ფრენჩაიზის დასაწყისად მოიაზრებენ.