კინო
12 Feb
ჯეიმს მაკევოის სარეჟისორო დებიუტი „კალიფორნიული გათვლა“: ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა
შოტლანდიელი მსახიობის, ჯეიმს მაკევოის სარეჟისორო დებიუტის, ფილმ „კალიფორნიული გათვლა“-ს სრული ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა. კომედიური დრამა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, მოგვითხრობს ორ შოტლანდიელ მუსიკოსზე, რომლებიც ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავობის მისაღწევად თავს კალიფორნიელებად ასაღებენ. ფილმი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში 2026 წლის აპრილში გამოვა.