გასართობი
27 Feb
ComingSoon Viaplay-ის უკრაინული კრიმინალური დრამის „ორმაგი ფსონის“ ექსკლუზიურ ტრეილერს წარმოგიდგენთ
პორტალმა ComingSoon-მა ექსკლუზიური ტრეილერი გაავრცელა Viaplay International-ის უკრაინული კრიმინალური დრამის, „ორმაგი ფსონი“ (Double Stakes) აშშ-ში დებიუტისთვის. რვანაწილიანი სამოქმედო თრილერი მოგვითხრობს ჯარისკაცზე, რომელიც ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ, კიევში დანაშაულებრივ წრეებსა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს უპირისპირდება. სერიალი 19 მარტს Viaplay-ზე გამოვა.