კინო სიახლეები
21 Feb
სილვენ შომეს ანიმაციური ფილმის „მშვენიერი ცხოვრება“ ამერიკული ტრეილერი გამოვიდა
Sony Pictures Classics-მა გამოუშვა სილვენ შომეს ახალი ანიმაციური ფილმის „მშვენიერი ცხოვრება“ (A Magnificent Life) ოფიციალური ამერიკული ტრეილერი. ფილმი, რომელიც „ბელვილის ტრიოს“ და „ილუზიონისტის“ რეჟისორის უახლესი ნამუშევარია, მოგვითხრობს ცნობილი ფრანგი დრამატურგის, ნოველისტისა და კინორეჟისორის, მარსელ პანიოლის ცხოვრებაზე. მისი პრემიერა 2025 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა, ხოლო აშშ-ის კინოთეატრებში 2026 წლის 27 მარტიდან გამოვა.