Sony გეგმავს სპაიდერმენის სამყაროს „ახალ გადატვირთვას“, „მადამ ვების“ და „მორბიუსის“ გაგრძელებები არ იქნება
კინოგაქირავებაში წარუმატებლობისა და კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებების შემდეგ, Sony წყვეტს ფილმების „მადამ ვები“, „მორბიუსი“ და „კრეივენ მონადირე“ გაგრძელებების გადაღებას. კომპანია გეგმავს სპაიდერმენის გაფართოებული სამყაროს „ახალ გადატვირთვას“. ამასთან, დადასტურდა ახალი „ვენომის“ ფილმი.