„ემილის ძიებაში“ (Finding Emily) – გამოვიდა ახალი რომანტიკული კომედიის პირველი ტრეილერი
Universal Pictures UK-მა წარადგინა რომანტიკული კომედიის „ემილის ძიებაში“ (Finding Emily) ოფიციალური ტრეილერი. ფილმი, რომელიც საუნივერსიტეტო კამპუსში განვითარებულ სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, დიდ ბრიტანეთში 2026 წლის 22 მაისს გამოვა. სიუჟეტი შეყვარებულ მუსიკოსზეა, რომელიც არასწორ ნომერს იღებს და ფსიქოლოგიის სტუდენტთან ერთად თავისი ოცნების გოგოს პოვნას ცდილობს.