"Resident Evil Requiem"-მა ფრენჩაიზის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა
Resident Evil Requiem-ის გამოსვლამ ფრენჩაიზის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა, Steam-ზე ერთდროული მოთამაშეების რაოდენობამ 320,000-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება Resident Evil Village-ის პიკს და თითქმის ორჯერ მეტია Resident Evil 4 Remake-ის რეკორდზე, რაც Capcom-ისა და სერიის აღორძინებას მოასწავებს.