ჩარლი XCX-ისა და ტაკაში მიიკეს მომავალ ფილმს ახალი მსახიობები შეუერთდნენ
რეჟისორ ტაკაში მიიკეს ახალი ფილმის, „უსახელო კიოტოს“ გადაღებები იაპონიაში მომავალ თვეს დაიწყება. მომღერალი ჩარლი XCX-ის გარდა, ფილმში ითამაშებენ მილი ალკოკი, ნორმან რიდუსი, კიო მიძუჰარა და შო კასამაცუ. საშინელებათა ჟანრის ფილმი სამ მეგობარზე მოგვითხრობს, რომელთა კიოტოში მოგზაურობა კოშმარად იქცევა.