კინო
27 Feb
„რესპუბლიკის არწივები“: ტარიკ სალეჰის ახალი ფილმის ინტრიგით სავსე თრეილერი
Cohen Media Group-მა გამოაქვეყნა ეგვიპტელ-შვედი რეჟისორ ტარიკ სალეჰის ფილმის, „რესპუბლიკის არწივების“ ოფიციალური ამერიკული თრეილერი. ეს ნუარის ჟანრის დრამა, რომელშიც მთავარ როლს ფარეს ფარესი ასრულებს, ეგვიპტის ყველაზე საყვარელ მსახიობზე მოგვითხრობს, რომელიც ხელისუფლების მიერ შეკვეთილ ფილმში თამაშზე ზეწოლის ქვეშ ექცევა. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და აშშ-ის კინოთეატრებში აპრილში გამოვა.