„კარგი ნიშნები“ მესამე და ფინალური სეზონით ბრუნდება – ერთი, სრულმეტრაჟიანი ეპიზოდით!
სამი წლის შემდეგ, სერიალი „კარგი ნიშნები“ (Good Omens) მესამე და ფინალური სეზონით ბრუნდება, რომელიც 2026 წლის 13 მაისს, Prime Video-ზე გამოვა. სეზონი მხოლოდ ერთ, სრულმეტრაჟიან ეპიზოდს მოიცავს, რომელშიც დევიდ ტენანტი და მაიკლ შინი მთავარ როლებს შეასრულებენ. სერიალის წარმოებას თან ახლდა არაერთი სირთულე, მათ შორის ნილ გეიმანის ირგვლივ არსებული ბრალდებები, რამაც გამოიწვია მისი წასვლა და სეზონის ერთი ეპიზოდამდე შემცირება.