სერიალები
20 Feb
პერსი ჯექსონის მესამე სეზონში ახალი მსახიობები გამოცხადდა
სერიალ „პერსი ჯექსონის“ მესამე სეზონი რიკ რიორდანის წიგნის სერიის მესამე ნაწილს, „ტიტანის წყევლას“ დაეფუძნება. გამოცხადდა ახალი მსახიობების ვინაობა, მათ შორის არიან მინგ-ნა ვენი (ჰერა), ჯენიფერ ბილსი (დემეტრა) და ჰუბერტ სმიელეცკი (აპოლონი). დაფნ ქინი არტემისის როლს შეასრულებს. მთავარ როლებში დაბრუნდებიან უოკერ სკობელი, არიან სიმჰადრი და ლია სავა ჯეფრისი. სერიალის პირველი ორი სეზონის ხილვა Disney+-ზეა შესაძლებელი.