გასართობი
01 Mar
„რიკისა და მორტის“ პროდიუსერი ახალ ანიმაციურ სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალს „ძალა 5“-ს უშვებს
ემის ნომინანტი პროდიუსერი დევიდ მარშალი („რიკი და მორტი“) და ინდუსტრიის ვეტერანი ტოდ გალინა ახალ ანიმაციურ სამეცნიერო ფანტასტიკურ კომედიურ სერიალს „ძალა 5“-ს (Force 5) უშვებენ. სერიალი, რომელიც 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი, მოგვითხრობს მოზარდთა გუნდზე, რომელთაც პლანეტის გადარჩენა ევალებათ, ამაში კი გიგანტური, გრძნობისუნარიანი რობოტი ეხმარებათ, რომელსაც არ სურს მათ მიერ მართვა. პროექტში ჩართულია Cookbook Media, როგორც გლობალური აგენტი, ხოლო საპილოტე ეპიზოდი უკვე მზადაა.