ტომბსტოუნი – ადამიანი-ობობას ახალი ტრილოგიის მთავარი ბოროტმოქმედი? ჭორები მკს-ში სპაიდის მომავალს ცვლის
ვრცელდება ახალი ჭორი ფილმ „ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც უილსონ ფისკის ნაცვლად, სპაიდის ახალი ტრილოგიის მთავარი ანტაგონისტი კლასიკური ბოროტმოქმედი ტომბსტოუნი იქნება. ამ ცვლილებამ შესაძლოა სერიალ „სორვილისი: ხელახლა დაბადებულზეც“ იქონიოს გავლენა. ფილმი პიტერ პარკერის ცხოვრების ახალ, ზრდასრულ ფაზას გვიჩვენებს, სადაც ის მარტოობასა და წარსულის შედეგებს უმკლავდება. „ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღე“ კინოთეატრებში 2026 წლის 31 ივლისს გამოვა.