კინო
09 Feb
DC Studios-მა „სუპერგოგონას“ სუპერ ბოულის თრეილერი გამოუშვა
DC Studios-მა გამოუშვა „სუპერგოგონას“ ახალი სუპერ ბოულის თრეილერი, სადაც მთავარ როლს მილი ოლკოკი ასრულებს. თიზერი გვიჩვენებს კარა ზორ-ელის ცხოვრებას კრიპტონზე, კრიპტოსთან შეხვედრასა და მტრებთან ბრძოლას. ფილმი ეფუძნება ტომ კინგის კომიქსს „Supergirl: Woman of Tomorrow“ და გამოირჩევა სუპერგოგონას ცინიკური ხედვით. რეჟისორი კრეიგ გილესპია, პროდიუსერები – პიტერ საფრანი და ჯეიმს განი. პრემიერა 2026 წლის 26 ივნისს შედგება.