კინო
12 Feb
ემა რობერტსი ახალ ზებუნებრივ ჰორორში – „ტყეში ნაპოვნი გვამი“
„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ვარსკვლავი ემა რობერტსი მონაწილეობას მიიღებს ზებუნებრივ ჰორორ ფილმში „ტყეში ნაპოვნი გვამი“ (A Body In The Woods). ის განასახიერებს ელის ლინკოლნს, ქალს, რომელიც იზოლირებულად ცხოვრობს მარშალის ტყეებში და ხვდება უცნაურ მოვლენებს, რომლებიც ადგილობრივ ფოლკლორთან და საშიში ჯადოქრის ისტორიებთანაა დაკავშირებული. ფილმის რეჟისორი სტივენ კოგნეტია, პროდიუსერი კი დეივ კაპლანი. გადაღებები სექტემბერში დაიწყება.