კინო
09 Feb
ფილმი „უიკიდი: სამუდამოდ“ სტრიმინგ-სერვის Peacock-ზე 20 მარტს გამოვა
ჯონ მ. ჩუს რეჟისორობით გადაღებული ფილმის „უიკიდი“ მეორე ნაწილი, „უიკიდი: სამუდამოდ“, სტრიმინგ-სერვის Peacock-ზე 20 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია სუპერ ბოულის მსვლელობისას გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა მსოფლიო სალაროებში 527.8 მილიონი დოლარი შეაგროვა, მან ვერ გაიმეორა პირველი ნაწილის წარმატება არც ფინანსურად და არც ჯილდოების მხრივ.