კინო
13 Feb
"Scary Movie 6" ბრუნდება: ცნობილია გამოსვლის თარიღი და ვარსკვლავური შემადგენლობა
ცამეტი წლის პაუზის შემდეგ, „საზარელი ფილმის“ (Scary Movie) ფრანჩაიზი ბრუნდება ახალი, მეექვსე ნაწილით, რომლის პრემიერა 2026 წლის 12 ივნისს შედგება. ფილმზე ისევ უეიანსების ძმები იმუშავებენ, ხოლო მსახიობთა შემადგენლობას სერიის ვარსკვლავებთან ერთად, ჟანრის ლეგენდა ფელისა როუზიც შეემატება, რომელიც „Terrifier 3“-ის პაროდიულ სცენაში გამოჩნდება. ანა ფარისი და რეჯინა ჰოლი თავიანთ საკულტო როლებს დაუბრუნდებიან.