კინო
20 Feb
„ბლეფის“ ახალი კლიპი პრიანკა ჩოპრა ჯონასისა და კარლ ურბანის დაძაბულ დაპირისპირებას აანონსებს
ფილმ „ბლეფის“ (The Bluff) ახლად გამოქვეყნებული კლიპი მაყურებელში მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს. დაძაბული ფრაგმენტი პრიანკა ჩოპრა ჯონასის პერსონაჟის, ერკელისა და დაუნდობელი ბოროტმოქმედის, კაპიტან კონორის, სისხლიან დაპირისპირებას გვიჩვენებს, რომელიც ჯუნგლების სიღრმეში ვითარდება. ფილმი Prime Video-ზე 25 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი.