იან მაკკელენი და მიკაელა კოელი სტივენ სოდერბერღის ახალ ფილმში „ქრისტოფერები“ – ნახეთ ტრეილერი
რეჟისორი სტივენ სოდერბერღი ახალი ფილმით „ქრისტოფერები“ ბრუნდება, რომელშიც ვარსკვლავური შემადგენლობაა წარმოდგენილი, მათ შორის იან მაკკელენი და მიკაელა კოელი. ტორონტოს კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ, ფილმს კომპანია NEON 10 აპრილს გამოუშვებს. ახლა კი ფილმის პირველი ტრეილერიც გავრცელდა, რომელიც მაყურებელს მემკვიდრეობის, ხელოვნებისა და ინტრიგების სამყაროში სამოგზაუროდ იწვევს.