კინოინდუსტრია
12 Feb
დონა ლენგლი BAFTA-ს უმაღლეს ჯილდოს – Fellowship-ს მიიღებს
NBCUniversal Entertainment-ის თავმჯდომარე, დონა ლენგლი BAFTA-ს უმაღლეს ჯილდოს – Fellowship-ს გადაეცემა. ის პირველი ჰოლივუდის სტუდიის ხელმძღვანელია, რომელიც ამ აღიარებას მიიღებს. ჯილდო გადაეცემა კინოში, თამაშებსა და ტელევიზიაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე ტრანსფორმაციული ლიდერობის, ინკლუზიურობისა და შემოქმედებით პარტნიორებთან მტკიცე ურთიერთობებისთვის. ცერემონია გაიმართება 22 თებერვალს, BAFTA-ს კინოდაჯილდოებაზე.