გასართობი
11 Feb
ქანიე უესტი სკანდალური განცხადებების შემდეგ ევროპულ სცენას უბრუნდება
ბოლო წლებში სკანდალური განცხადებებით ცნობილი ქანიე უესტი, იგივე იე, ევროპულ სცენას უბრუნდება. მუსიკოსი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ანტისემიტური კომენტარებისთვის ბოდიში მოიხადა, ზაფხულში ნიდერლანდებსა და იტალიაში კონცერტებს გამართავს. ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი ევროპული გამოსვლებია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა არაერთი საკამათო მოვლენა და მისი ცოცხალი შესრულებების არათანმიმდევრულობა.