კინო
08 Feb
ქარენ გილანი ახალ ზებუნებრივ თრილერში „Blasphemous“ ითამაშებს
ქარენ გილანი, რომელიც ამჟამად „ჯუმანჯის“ ახალ ნაწილს იღებს, მომდევნო პროექტზეც აწერს ხელს. მსახიობი დადასტურდა ახალ ზებუნებრივ თრილერში „Blasphemous“, სადაც ჯოშ ჰაჩერსონთან და კლაივ ოუენთან ერთად ითამაშებს. ფილმი აღწერილია, როგორც „ეგზორცისტი“ და „საწვრთნელი დღე“-ს ნაზავი და გადაღებები აგვისტოში ნიუ-იორკში დაიწყება.