ჯილიან ანდერსონის მონაწილეობით ახალი მეტა-ჰორორის – „Teenage Sex and Death at Camp Miasma“ – პირველი თიზერი გამოვიდა
Mubi-მ გამოუშვა რეჟისორ ჯეინ შოენბრუნის ახალი მეტა-ჰორორ ფილმის, „Teenage Sex and Death at Camp Miasma“-ის პირველი თიზერ ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლებს ჯილიან ანდერსონი და ჰანა ეინბაინდერი ასრულებენ. ფილმი აღწერილია, როგორც „ახალი სახის ჰორორ რიმეიქი“ და მისი პრემიერა 2026 წლის 7 აგვისტოს შედგება.