კინო
09 Feb
სტივენ სპილბერგი ბლოკბასტერულ კინოს უბრუნდება - „გამოცხადების დღის“ თიზერი გამოვიდა
რეჟისორი სტივენ სპილბერგი ბლოკბასტერულ კინოს უბრუნდება UFO-თემატიკის ფილმით „გამოცხადების დღე“, რომელშიც ჯოშ ო'კონორი, ემილი ბლანტი, ქოლმან დომინგო და ქოლინ ფერთი მონაწილეობენ. ფილმი ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროექტად არის მიჩნეული და კინოთეატრებში 2026 წლის 12 ივნისს გამოვა.