კინო სიახლეები
27 Feb
ოსკარის 98-ე დაჯილდოების წამყვანები დასახელდნენ
კინოაკადემიამ გამოაცხადა ოსკარის 98-ე დაჯილდოების ახალი წამყვანების სია, რომელშიც შედიან ხავიერ ბარდემი, კრის ევანსი, ჩეიზ ინფინითი, დემი მური, ქუმეილ ნანჯიანი და მაია რუდოლფი. ცერემონია, რომელსაც კონან ო'ბრაიენი უმასპინძლებს, პირდაპირ ეთერში 15 მარტს, ABC-სა და Hulu-ზე გადაიცემა. რაიან კუგლერის „ცოდვილნი“ 16 ნომინაციით ლიდერობს.