კინო
16 Feb
ჯონი ნოქსვილი და ჯეისონ ფლემინგი Pont Pictures-ის ორი ახალი თრილერის მთავარ როლებში
ვენაში დაფუძნებული კინოკომპანია Pont Pictures ორ ახალ პროექტს ამზადებს, რომლებშიც მთავარ როლებს ჯონი ნოქსვილი და ჯეისონ ფლემინგი შეასრულებენ. ნოქსვილი ფსიქოლოგიურ თრილერ "ღამის სესიებში" ითამაშებს, ხოლო ფლემინგი - დროის მარყუჟის თრილერ "ფრაქტალში". ორივე ფილმის გადაღებები სერბეთში შედგება მომავალ წელს.