კინო
13 Feb
ჯონათან კრისელი (Portlandia) Universal-ის ფილმს „ყოველდღიური მშობლის რჩევები“ გადაიღებს; რაიან რეინოლდსი შესაძლოა მთავარ როლში მოგვევლინოს
ცნობილია, რომ ემის ნომინანტი ჯონათან კრისელი (Portlandia) Universal-ის ახალ ფილმს „ყოველდღიური მშობლის რჩევები“ გადაიღებს, რომელიც საიმონ რიჩის The New Yorker-ში გამოქვეყნებულ მოთხრობაზეა დაფუძნებული. რაიან რეინოლდსი, რომელიც ასევე პროდიუსერებს შორისაა, შესაძლოა მთავარი როლის შემსრულებელიც გახდეს. ფილმი ოჯახური ჟანრისაა და მასში მონსტრების აჯანყებაზე იქნება საუბარი, სადაც მამა შვილებს რჩევებს აძლევს.