სპორტი
12 Feb
სკანდალი ზამთრის ოლიმპიადაზე: ნორვეგიელი ბიატლეტის პირადმა აღიარებამ ოქროს მედალოსანი დაჩრდილა
ნორვეგიელმა ბიატლეტმა, სტურლა ჰოლმ ლაგრეიდმა, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, პირდაპირ ეთერში ღალატის შესახებ ემოციური აღიარებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისმა ქმედებამ დაჩრდილა თანამემამულე იოჰან-ოლავის ოქროს მედალი და ყოფილი შეყვარებული საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია. მოგვიანებით ლაგრეიდმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ არასწორი ადგილი აირჩია პირადი პრობლემების გასაჟღერებლად.