კინო
07 Feb
„კარიბის ზღვის მეკობრეების“ რეჟისორი გორ ვერბინსკი ფრენჩაიზში დაბრუნებას გამორიცხავს
დისნეი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფრენჩაიზის გადატვირთვას გეგმავს, თუმცა ორიგინალური ტრილოგიის რეჟისორ გორ ვერბინსკის მასში დაბრუნება არ სურს. ვერბინსკი აცხადებს, რომ მას ახალი, სარისკო ისტორიების მოყოლა ურჩევნია და უკვე ნაცადი ფორმულის გამეორება აღარ აინტერესებს. ამასობაში, ჯონი დეპის კაპიტან ჯეკ ბეღურად დაბრუნების შანსები იზრდება.