კინო
10 Feb
კვენტინ ტარანტინო კამერის წინ: რეჟისორი ახალ დრამაში „მხოლოდ ის, რასაც ვატარებთ“ მსახიობად მოგვევლინა
კვენტინ ტარანტინო, რომელიც ცნობილია თავისი საკულტო ფილმებით, დროებით ტოვებს სარეჟისორო სკამს და 30 წლის შემდეგ პირველ დიდ როლს შეასრულებს ჯეიმი ადამსის ახალ დრამაში „მხოლოდ ის, რასაც ვატარებთ“ (Only What We Carry). ფილმში, სადაც მთავარ როლებს საიმონ პეგი და სოფია ბუტელა ასრულებენ, ტარანტინო გამომცემლის, ჯონ პერსის, როლში მოგვევლინება. მოქმედება საფრანგეთის ნორმანდიის სანაპიროზე ვითარდება და მოგვითხრობს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მოცეკვავის ისტორიას.