მეგი ჯილენჰოლის „პატარძალი“: ლონდონის პრემიერის შემდეგ კრიტიკოსთა აღფრთოვანებული შეფასებები ვრცელდება
მეგი ჯილენჰოლის გოთიკური რომანის, „პატარძალის“ (The Bride) მსოფლიო პრემიერა ლონდონში შედგა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში ფილმისადმი მიძღვნილი პირველი, ძირითადად დადებითი შეფასებები გავრცელდა. მთავარ როლებს ჯესი ბაკლი (პატარძალი) და კრისტიან ბეილი (ფრანკენშტეინის ურჩხული) ასრულებენ. კრიტიკოსები აღნიშნავენ ფილმის უნიკალურობას, ბაკლის გამორჩეულ შესრულებას და გოთიკური რომანის ინოვაციურ მიდგომას ფრანკენშტეინის ისტორიის მიმართ.