კინო
27 Feb
რატომ არ გამოვიდა „ადამიანი ობობა: შინ დაბრუნება არ არის“ ჩინეთში? მიზეზი ცნობილია
Marvel Studios-ისა და Sony Pictures-ის ფილმი „ადამიანი ობობა: შინ დაბრუნება არ არის“, რომელმაც გლობალურად 1.9 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, ჩინეთში არ გამოსულა. Sony Pictures-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომ როტმანმა, განმარტა, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოითხოვა თავისუფლების ქანდაკების სცენის ამოჭრა, რაზეც კომპანია არ დათანხმდა. როტმანის თქმით, მომავალ ფილმში „ადამიანი ობობა: ახალი დღე“ ასეთი სცენები არ იქნება.