კინო
27 Feb
გამოვლინდა „საშიში ფილმი 6“-ის დეტალები: როდის გამოვა და რომელი ფილმების პაროდიას ვიხილავთ?
კომპანიებმა Paramount Pictures-მა და Miramax-მა მომავალი ფილმის, „საშიში ფილმი 6“-ის შესახებ ახალი დეტალები გაამჟღავნეს. ცნობილი გახდა, რომ ფილმი 2026 წლის 12 ივნისს გამოვა და გააპაროდიებს ისეთ ბოლოდროინდელ ჰიტებს, როგორიცაა „ცოდვილნი“, „იარაღი“ და „ჩუმი ადგილი“. ნაწილში დაბრუნდებიან ფრენჩაიზის ვარსკვლავები და ახალი სახეებიც შეუერთდებიან მსახიობთა ანსამბლს.