კინო და გართობა
15 Feb
შურისმაძიებლები: დუმსდეი - ვულვერინი და დედპული შესაძლოა ტობი მაგუაიერის ადამიანი ობობას დაუპირისპირდნენ
უახლესი ჭორების თანახმად, Marvel-ის მომავალ ფილმში „შურისმაძიებლები: დუმსდეი“, ვულვერინი და დედპული შეიძლება ტობი მაგუაიერის ადამიანი ობობასთან დაპირისპირდნენ. კონფლიქტის მიზეზი კი მოულოდნელია: მათ შესაძლოა მისი სამყაროს განადგურება მოინდომონ.