„წნეხი“ – D-Day-ის გადამწყვეტი საათები: გამოვიდა ახალი თრილერის ტრეილერი
„ფოკუს ფიჩერზმა“ გაავრცელა ახალი თრილერ „წნეხის“ (Pressure) ტრეილერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ საკვანძო მომენტს, D-Day-ს უღრმავდება. ფილმი ასახავს გადამწყვეტ 72 საათს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტირებამდე, ყურადღებას ამახვილებს ამინდის პროგნოზზე, სამხედრო-პოლიტიკურ დილემებსა და გენერალ დუაიტ დ. ეიზენჰაუერის (ბრენდან ფრეიზერი) რთულ გადაწყვეტილებებზე. ფილმში გამოყენებულია აღდგენილი საარქივო კადრები, რაც მას დოკუმენტურ იერს ანიჭებს.