კინო
09 Feb
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმში „მაიკლი“ პოპის მეფეს მისი ძმისშვილი განასახიერებს
მომავალი ბიოგრაფიული ფილმი „მაიკლი“ მაიკლ ჯექსონის ცხოვრების ისტორიას ასახავს. ცნობილია, რომ პოპის მეფის როლს მისი ძმისშვილი, ჯააფარ ჯექსონი შეასრულებს, ხოლო ახალგაზრდა მაიკლის სახეს ჯულიანო კრუ ვალდი შექმნის. ფილმი, რომელიც ოჯახის სრული მხარდაჭერით იქმნება, კინოთეატრებში 2026 წლის 24 აპრილს გამოვა.