კინო
10 Feb
„როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი“ Netflix-ზე უკვე სტრიმინგდება
ჯარარდ ბატლერის მონაწილეობით გადაღებული ლაივ-ექშენ ფილმი „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი“, რომელიც 2010 წლის პოპულარული ანიმაციური ფილმის რიმეიქია, დღეიდან ხელმისაწვდომია Netflix-ზე. 2025 წელს გამოსულმა ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 636 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. დაგეგმილია გაგრძელებაც, „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი 2“, რომლის გამოსვლა 2027 წლის 11 ივნისს არის დაგეგმილი, გადაღებები კი უკვე მიმდინარეობს.