კინო
08 Feb
დისნეის ანიმაცია მომავალში შეიცვლება: შესაძლოა, ანიმეთი შთაგონებული სტილი ვიხილოთ
Walt Disney Animation Studios-ის კრეატიული დირექტორის, ჯარედ ბუშის განცხადებით, დისნეის ანიმაციური ფილმების ვიზუალური სტილი უახლოეს ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვლება. ბუში არ გამორიცხავს ანიმეთი შთაგონებული მიდგომების გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს ტრადიციული ანიმე სტილის პირდაპირ კოპირებას. ეს ცვლილებები სტუდიის 2028 წლის უსახელო პროექტიდან დაიწყება, რომელიც, სავარაუდოდ, ადამიანთა სამყაროს არ ასახავს.