კინო და ტელევიზია
09 Feb
დაივიწყეთ Baby Yoda და Baby Groot: Baby Krypto-მ ინტერნეტი დაიპყრო „სუპერგოგონას“ თიზერით
DC-ის მომავალ ფილმ „სუპერგოგონას“ ახალ თიზერში მაყურებელს პირველად წარუდგინეს Baby Krypto – სუპერმენის ძაღლის მომხიბვლელი ლეკვის ვერსია. ინტერნეტში პერსონაჟზე აჟიოტაჟი ატყდა და მას პოპულარულ „ბავშვი“ გმირებს, მაგალითად Baby Groot-ს ადარებენ. Krypto-ს ფილმში მნიშვნელოვანი როლი ექნება, რაც გულშემატკივრებში როგორც აღფრთოვანებას, ისე მისი ბედის გამო შეშფოთებას იწვევს.