გართობა
12 Feb
48 წლის ასაკში მსახიობი ჯეიმს ვან დერ ბიიკი გარდაიცვალა
„დოუსონის ნაკადულის“ ვარსკვლავი და არაერთი ცნობილი ტელე- თუ კინოპროექტის მონაწილე მსახიობი ჯეიმს ვან დერ ბიიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს 2023 წელს მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, რაც 2024 წელს საჯარო გახდა. ოჯახის განცხადებით, ვან დერ ბიიკი მშვიდად გარდაიცვალა და ბოლო დღეები გამბედაობით, რწმენითა და მადლით გაატარა. მას დარჩა მეუღლე და ექვსი შვილი.