Netflix-მა „XO, Kitty“-ის მესამე სეზონის გამოსვლის თარიღი და პირველი კადრები გაავრცელა
Netflix-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერიალ „XO, Kitty“-ის მესამე სეზონი ხუთშაბათს, 2 აპრილს გამოვა. ახალ ეპიზოდებში კიტი სონგ-კოვი უფროსკლასელის ცხოვრებით იცხოვრებს, მისი გეგმები კი მოულოდნელი ამბების ფონზე შეიცვლება. სტრიმინგ სერვისმა სეზონის პირველი კადრებიც გაავრცელა, სადაც კიტი მეგობრებთან ერთად არის ნაჩვენები.