კინო
15 Feb
ფსიქოლოგიური თრილერი „ჯოზეფინა“ Sumerian Pictures-მა შვიდნიშნა გარიგებით შეიძინა
ფსიქოლოგიური თრილერი „ჯოზეფინა“, ჩენინგ ტატუმის, ჯემა ჩანის და ახალბედა მეისონ რივზის მონაწილეობით, Sumerian Pictures-მა აშშ-ში შვიდნიშნა გარიგებით შეიძინა. ფილმის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან მაყურებელი აატირა და სენსაცია გახდა. ბეთ დე არაუხოს ავტობიოგრაფიული ნამუშევარი, რომელიც 8 წლის გოგონას ტრავმულ გამოცდილებას ასახავს, საერთაშორისო დებიუტს ბერლინის კინოფესტივალზე მომავალ კვირას გამართავს.