პიერ მორელის „კეთილი სამარიტელი“: დეიზი რიდლი, ჯოშ დუამელი და შარლტო კოპლი ახალ თრილერში
„წაღებულის“ რეჟისორის, პიერ მორელის ახალ ექშენ თრილერში „კეთილი სამარიტელი“ მთავარ როლებს დეიზი რიდლი, ჯოშ დუამელი და შარლტო კოპლი შეასრულებენ. ფილმში რიდლი განასახიერებს წარმატებულ მეწარმეს, რომელიც მეუღლესთან ერთად დაჭრილ კაცს გადაარჩენს, რაც მათ სასიკვდილო შეთქმულებაში ჩართავს. გადაღებები ივლისში დაიწყება, Highland Film Group კი ფილმის საერთაშორისო უფლებებს ბერლინის კინობაზრობაზე ყიდის.