საშინელება
15 Feb
"სახლი მაშინ მშიერი არ იყო" - საშინელებათა ფილმის ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა
კინოკომპანია Chroma-მ ინდი საშინელებათა ფილმის, „სახლი მაშინ მშიერი არ იყო“ ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა. შოტლანდიელ-ამერიკელი რეჟისორის, ჰარი ასპინვოლის ნამუშევარი უნიკალური პერსპექტივით გამოირჩევა – მოვლენები მოჩვენებების სახლის თვალით არის ნაჩვენები. ფილმი Cinequest-ის კინოფესტივალზე შარშან შედგა და ახლა უკვე ხელმისაწვდომია VOD პლატფორმებზე. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ქალი მამის მოსაძებნად შოტლანდიის მიტოვებულ სოფელში ცარიელ სახლში შეიჭრება, სადაც ყველა სტუმარი ქრება.