კინო
17 Feb
„ცივი ნათება“: მაქსიმ ჟიროს თრილერი ციფრულ პლატფორმებზე გამოდის
რეჟისორ მაქსიმ ჟიროს კანადური თრილერი „ცივი ნათება“, რომელშიც მაიკა მონრო მთავარ როლს ასრულებს, ციფრულ პლატფორმებზე 2026 წლის 24 თებერვალს გამოვა. ფილმი მოგვითხრობს ნარკობარონ ავას ამბავს, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, თუმცა მკვლელობის ბრალდებით პოლიციისა და კრიმინალური სამყაროს სამიზნე ხდება. მსახიობთა შემადგენლობაში ასევე შედიან ოსკაროსანი ტროი კოცური და ჰელენ ჰანტი.